შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს სახელს ჩემპიონი თბილისის „დინამო” დაიცავს.
დინამოელებს წილისყრამ მეტოქედ ალბანური კლუბი „ტირანა” არგუნა.
იმთავითვე ცნობილი იყო, რომ „დინამო” კენჭისყრაში მონაწილეობდა, როგორც განთესილი გუნდი.
მისი მეტოქე ოთხიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო – ბრესტის „დინამო”, „რიგა”, „ტირანა“ ან „სილექსი”.
მატჩი, რომლის თარიღი 18 ან 19 აგვისტოა, თბილისში გაიმართება.