სულ უფრო და უფრო უტევენ უეფას სხვადასხვა ქვეყნის კლუბები. „მანჩესტერ სიტის“ ჯერ დისკვალიფიკაცია და შემდეგ მისი მოხსნა, თავდაპირველად ინგლისში აღნიშნეს და ევროპული მმართველი ორგანოს უსუსურ მუშაობას მიაწერეს, თუმცა, ჩანს, უკმაყოფილონი არიან ბრიტანეთს გარეთაც.
მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გააკეთა სპორტული არბიტრაჟის მიერ „მანჩესტერ სიტისთვის“ დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე.
„ვფიქრობ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოდ იმიტომ იქნა მიღებული, რომ უეფამ ცუდად გააკეთა თავისი საქმე. და ეს ინფორმაცია ბევრი წყაროდან მომივიდა. როგორც ჩანს, საქმე არ იყო კარგად მომზადებული და თავდაპირველი გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს. მე კი ვულოცავ ჩემს კოლეგებს „მანჩესტერ სიტიდან,“ ასევე გახარებული ვარ ჩემი მეგობრის, პეპ გვარდიოლას გამო. კარგად ვიცი, რას ნიშნავს მისთვის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა“, – თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, უეფამ სპოსორებთან კონტრაქტებში ფინანსური მაქინაციების გამო „მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან ორი წლით მოკვეთა, მაგრამ „ქალაქელებმა“ აპელაციაა საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანეს და გაიმარჯვეს.