კრუიფისთვის მუქთა სამსახური მორჩა

Home აქეთურ-იქითური კრუიფისთვის მუქთა სამსახური მორჩა
კრუიფისთვის მუქთა სამსახური მორჩა

FIFA World Cup 2022™ - News - Ecuador appoint Jordi Cruyff - FIFA.comლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟმა, ხორდი კრუიფმა ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმცროს კრუიფს ეკვადორელები ერთხელაც არ გაუყვანია მოედანზე.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამხრეთ ამერიკული ნაკრები წლეულს იანვარში ჩაიბარა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველი მატჩი ეკვადორელებს მისი ხელმძღვანელობით 26 მარტს არგენტინასთან უნდა ეთამაშათ, თუმცა კორონაპანდემიის გამო, მოგეხსენებათ, სეზონი შეჩერდა. კრუიფს მატჩი კი არა, გუნდთან ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. მეტიც, დანიშვნის შემდეგ ეკვადორში არც კი ჩასულა და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მისი კრიტიკა.

კრუიფს ეკვადორში წინა კვირას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. ჰოდა, იქურმა ფედერაციამ გადაწყვიტა კონტრაქტი ცალმხრივად გაეწყვიტა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...