Ultimate Rugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური ნაკრები ჩამოწერა, რომელთაც ტესტ-მატჩებში ყველაზე მეტი ლელო აქვთ გატანილი. სიაში ტონი ვუდკოკის, რიჩი მაკქოუს, ბოდენ ბარეტის, ბრაიან ჰაბანას, ტანა უმაგასა და ბრაიან ო’დრისკოლის გვერდით არის მამუკა გორგოძეც.
„გმირის კულტი, რომელმაც სახელი საფრანგეთში, „მონპელიესა“ და „ტულონში“ თამაშით გაითქვა,“ – წერია ჩვენიანის დახასიათებაში.
სიმბოლურში ხუთი მორაგბე „ოლ ბლექსიდანაა“. მრავლად არიან ტიერ 2-ის ქვეყნის წარმომადგენლები – საქართველოდან, აშშ-დან, იაპონიიდან, ნამიბიიდან და ურუგვაიდან. 15 მორაგბიდან მხოლოდ ორია ისეთი, ვინც თამაშს აგრძელებს, დანარჩენებმა კი, მოთამაშის კარიერა უკვე დაასრულეს.
ტესტ-მატჩების საუკეთესო მელელოვეთა სია ასე გამოიყურება
ტონი ვუდკოკი (ახალი ზელანდია, 118 მატჩი, 10 ლელო);
ჯო ტაუფეტე’ე (აშშ, 27 მატჩი, 20 ლელო);
მარტინ კასტროჯოვანი (იტალია, 119 მატჩი, 12 ლელო);
მამუკა გორგოძე (საქართველო, 75 მატჩი, 27 ლელო);
ჰიტოში ონო (იაპონია, 98 მატჩი, 13 ლელო);
როან კიტშოფი (ნამიბია, 45 მატჩი, 22 ლელო);
რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია, 148 მატჩი, 27 ლელო);
დიეგო ორმაეჩეა (ურუგვაი, 57 მატჩი, 41 ლელო);
იუსტ ფან დერ ვესტჰოიზენი (სამხრეთ აფრიკა, 89 მატჩი, 38 ლელო);
ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია, 83 მატჩი, 36 ლელო);
ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, 124 მატჩი, 67 ლელო);
ტანა უმაგა (ახალი ზელანდია, 74 მატჩი, 36 ლელო);
ბრაიან ო’დრისკოლი (ირლანდია, 141 მატჩი, 47 ლელო)
დაისუკე ოჰატა (იაპონია, 58 მატჩი, 69 ლელო);
კრისტიან კალენი (ახალი ზელანდია, 58 მატჩი, 46 ლელო).