დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.
გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და, ახალი კლუბის მოძიების უფლება მისცეს. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 36 მილიონი ევროა. მსურველთა შორის პსჟ, „სიტი“ და „ჩელსი“ არიან.
ფავორიტი მანჩესტერული გრანდია – ჯერ ერთი, რომ თავისუფალი ფული მოეძევება და მეორეც, გვარდიოლას უკვე აქვს ავსტრიელთან მუშაობის გამოცდილება. თუმცა, რად გინდა? თავად ფეხბურთელს „რეალის“ ან „ბარსელონას“ გარდა არც ერთი კლუბის გაგონება არ სურს, ეკონომრეჟიმში მყოფი ესპანური გრანდების მხრიდან კი არაფერი ისმის.
რა ეშველება ალაბას? როგორც წესი, გაჯიუტებული ფეხბურთელები კონტრაქტის ბოლო წელს სათადარიგოთა სკამს უმეგობრდებიან. ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლს მიუნხენში სერიოზული გამოცდა ელის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
