ბათუმმა და საბურთალომ ქულები გაიყვეს

13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება…

ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც აღზევდა და წინა შაბათს პირველი, ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა ელიტაში, „სამტრედიას“ 3:1 მოუგო. ანგარიში ერთია და უფრო იმედის მომცემი თელაველთა გამართული, ორგანიზებული თამაშია.

პირველ სამ ტურში მათ სამი ფრე ითმაშეს, თანაც ვისთან: „დინამოსთან,“ „ბათუმთან“ და „დილასთან,“ რომელმაც ასევე ჩინებულად დაიწყო სეზონი.

დინამომ ქომაგს მადლობა სტადიონს მიღმა გადაუხადა

„თელავი“ ლიდერ „დინამოს“ მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. აშკარად კარგად მუშაობს მთავარი მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე.

საწყენია, რომ ცნობილ მიზეზთა გამო, თელავის „კავკასიონი არენას“ ტრიბუნები ცარიელი იყო.

პირველად გაიმარჯვა ქუთაისის „ტორპედომაც.“ მათი მსხვერპლი თბილისის „მერანი“ გახდა, რომელიც „თელავის“ არ იყოს, ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველ ტურებში გამოჩნდა, რომ იოლი დასაჩაგრი არავისთვის იქნება.

„დინამომ“ „ლოკომოტივისგან“ არაფერი დატოვა და კიდევ ერთხელ დაამკიცა, რომ წლეულს სერიოზული მიზნები ექნება.

აი, „ბათუმს“ კი პრობლემები აქვს. მართალია, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და რაიმე დასკვნის გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ, ფაქტია, გია გეგუჩაძის გუნდს უჭირს – ოთხიდან ოთხივე ფრე, ჩემპიონობის კანდიდატისთვის ნორმალურ შედეგად ვერ ჩაითვლება.

ბათუმი 1:1 საბურთალო

0:1 ნონიკაშვილი (61), 1:1 ჯიღაური (66)

გაძევება: მაჭარაშვილი (73, საბურთალო)

74-ე წუთზე ფლამარიონმა (ბათუმი) ვერ გაიტანა პენალტი

დინამო 4:0 ლოკომოტივი

1:0 კობოური (61), 2:0 კაპამაძე (72 პენ), 3:0 კირკიტაძე (79, საკ. კარში), 4:0 პერნამბუკო (90)

გაძევება: უბილავა (42, ლოკომოტივი)

ჩიხურა 0:2 დილა

0:1, 0:2 კოვტალიუკი (22, 38)

თელავი 3:1 სამტრედია

1:0 ბერიაშვილი (3), 1:1 ყურბანოვი (9 პენ), 2:1 რუხაძე (21 პენ), 3:1 ძოწენიძე (53)

მერანი

სამტრედია

მერანი 0:2 ტორპედო

0:1 ბობკო (32), 0:2 ფანცულაია (60)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

9 ივლისი: სამტრედია – ჩიხურა, ლოკომოტივი – ბათუმი

10 ივლისი: საბურთალო -თელავი

11 ივლისი: დილა – მერანი

12 ივლისი: ტორპედო – დინამო

მეგოლეები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 4, მიკოლა კოვტალიუკი (დილა), გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – 3.