ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი ...საქართველოს ნაკრებისა და NCAA-სკლუბ „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე კი დადგა, მაგრამ მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, რომ  სანდრომ კანდიდატურა ბოლო მომენტში მოხსნას და ერთი წლით ისევ კოლეჯთა ლიგაში დარჩეს… თუმც დიდია შანსიც, კარიერა NBA-ში გააგრძელოს.

21 წლის მამუკელაშვილი 211 სანტიმეტრის სიმაღლის ფორვარდია და 3 პოზიციაზე (მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი) შეუძლია თამაში.

ამერიკული მედია წერს, რომ მამუკელაშვილს გასაუბრება ჰქონდა „ნიუ იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელებთან

აი, რას წერს მედია:

_ უნდა ავღნიშნოთ, რომ მამუკელაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას აპირებს უახლოეს მომავალში. თუ ისევ „სეტონ ჰოლში“ დაბრუნდება, ეს კლუბისთვის უდიდესი შეღავათი იქნება, მას მერე, რაც „სეტონ ჰოლმა“ ბრიუს აიკენი დაიმატა.

„სეტონ ჰოლი“ ნიუ ჯერსის შტატის კლუბია, „ნიქსი“ კი, პირველ ყოვლისა სწორედ რეგიონში ეძებს ტალანტებს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, აქამდე ჩასატარებელი დრაფტი 16 ოქტომბრისთვის გადაიდო. ვარაუდობენ, რომ სანდრო მამუკელაშვილს 2021 წლეულს 50-ე ნომრად აირჩევენ.