კოკოშკოვი თურქულ გრანდში

Home კატეგორიის გარეშე კოკოშკოვი თურქულ გრანდში
კოკოშკოვი თურქულ გრანდში

Fenerbahçe Beko, Igor Kokoskov ile anlaştı! - Fenerbahçe - Spor ...საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ევროპული კალათბურთის ერთერთ გრანდს, თურქულ „ფენერბახჩეს“ გაწვრთნის.

ამ ეტაპზე კლუბსა და სერბ სპეციალისტ შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ სამწლიანი კონტრაქტის დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. კოკოშკოვი ახლა სერბეთის ნაკრების მწვრთნელია და ჯერჯერობით, უცნობია, შეითავსებს თუ არა ორივე სამსახურს.

კოკოშკოვი სახელგანთქმულ ჟელკო ობრადოვიჩს შეცვლის, რომელმაც თურქულ გუნდში 7 წელიწადი იმუშავა და ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა. იმასაც გეტყვით, რომ ობრადოვიჩი სხვადასხვა გუნდებთან ერთად ევროლიგის 9-გზის გამარჯვებულია.

რაც შეეხება კოკოშკოვს: 2019-20 წლებში მუშაობდა NBA-ს კლუბ „საკრამენტო კინგზის“ მწვრთნელის, ლიუკ უოლტონის ასისტენტად. ის პირველი ევროპელია, რომელიც NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო – 2018-19 წლებში „ფინიქს სანსს“ ედგა სათავეში. კოკოშკოვის ხელმძღვანელობით სლოვენია ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებული გახდა. ხოლო 2008-2015 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო და გუნდი სამჯერ ათამაშა ევროპის ჩემპიონატზე.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.