ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონ „ლივერპულს“ მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. ფულს კი „საუთჰემპტონი“ მიიღებს.
ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ადამ ლალანა და დეან ლოვრენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავის დროზე „ენფილდზე“ სწორედ „საუთჰემპტონიდან“ გადავიდნენ. ახლა „წითლები“ იძულებულნი არიან ბონუსის სახით გულუხვად დააჯილდოოს ამ ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებელი.
ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კლუბის სატრანსფერო კონტრაქტებში საბონუსე სისტემა მითითებულია.
ანალოგიური მეთოდით მოხვდნენ „ლივერპულში“ ალექს ოსლეიდ ჩემბერლენი („არსენალი“), ენდი რობერტსონი („ჰალი“) და ჯო გომესი („ჩარლტონი“).
ცხადია, მერსისაიდელები მათაც გადაუხდიან, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც „საუთჰემპტონს“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
