„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ გუნდიდან ჯიჯი ბუფონისა და ლასანა დიარას წასვლამ, მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

„დიარა ჩემთვის, როგორც უფროსი ძმა, ისე იყო და მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა. ის მიყვებოდა საკუთარი კარიერის შესახებ, სხვა კლუბებზე. „ლასას“ ბევრგან უთამაშია და ბევრი ენახა. როგორც მეუბნებოდა, დაუშვა შეცდომებიც, ამიტომ სწორ რჩევებს მაძლევდა. მას აფასებდნენ გასახდელშიც. რთულ პერიოდში ძალიან მეხმარებოდა. თითქოს რაღაც გაწყდა, როდესაც ის გუნდიდან წავიდა. მასთან კონტაქტი ახლაც მაქვს, მაგრამ გუნდში სხვა იყო.

ჩემზე იმოქმედა ბუფონის წასვლამაც. თამამად ვიტყვი, რომ ჯიჯი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“, – განაცხადა მბაპემ.

PSG : Mbappé touché par les départs de Buffon et Lassana Diarra