მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 2:1 მოუგო სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“. დედაქალაქელთა პირველი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომელიც არამარტო მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიულიც აღმოჩნდა.
ბასკების კარში გატანილი გოლით, მადრიდელთა კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. რამოსმა უკან ჩამოიტოვა „ბარსელონას“ ნიდერლანდელი მცველი რონალდ კუმანი.
სერხიო რამოსს ლა ლიგაში უკვე 68 გოლი აქვს გატანილი…
სან სებასტიანში მოგებით კი „რეალი“ „ბარსელონას“ ქულებით დაეწია და ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლით გალიდერდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
