თითქოს, მთელი სპორტული სამყარო საქართველოს წინააღმდეგ არის. ჯერ იყო და ძალოსნობას, სადაც ოქროს მედლები, თავის მსოფლიო რეკორდებით თითქმის გარანტირებული გვქონდა, დაეტაკნენ და ოლიმპიადიდან უნდათ ამოღება, ახლა იგივე ბედი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ელის.
ამის თაობაზე, გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის (UWW ) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, აზერბაიჯანელმა ნაგიმ ალიევმა განაცხადა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მოკვეთა 2024 წელს, პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე ემუქრება.
„ბოლო წლებში ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობამ პოპულარობა დაკარგა. მიუხედაად იმისა, რომ UWW ყველაფერს აკეთებს, რათა გულშემატკივარი დააკმაყოფილოს და ცვლილებებს ანხორციელებს. თუმცა, არაფერი იცვლება. 2022 წელს, დაკარში გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადა, სადაც ბერძნულ-რომაულის ჭიდაობა პლაჟის ჭიდაობით იქნება ჩანაცვლებული. UWW-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, თითქმის დარწმუნებით ითქვა, რომ 2024 წელს ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიური თამაშებიდანაც იქნება ამოღებული“, – აცხადებს ალიევი.
შეგახსენებთ, რომ ბერნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებში 1896 წლიდან არის ჩართული.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
