ესპანური პრიმერას 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „მალიორკას“ 4:0 მოუგო. ლეო მესის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. ლეოსგან ამგვარები გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ არგენტინელი საკუთარ მიღწევებს აუმჯობესებს, რისი გატარებაც არ შეიძლება.მაშ ასე: მესი შეიქნა პირველი ფეხბურთელი ესპანური პრიმერას ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში 20 და მეტი გოლი გაიტანა. სადღეისოდ ლეოს ამ სეზონში 20 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა. მესის ლეგენდარული სერია 2008-2009 წლების სეზონში დაიწყო, როცა 23 გოლი გაიტანა. მისთვის სარეკორდო 2011-2012 წლების სეზონი აღმოჩნდა, როცა ერთბაშად 50-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა მეკარეები.
ამ სტატისტიკურ კატეგორიაში მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. პორტუგალიელმა „რეალის“ სახელით 20 და მეტი გოლი ზედიზედ 9 სეზონში გაიტანა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
