მაგიდა, ფული, გაცვლები

Home დავთარი მაგიდა, ფული, გაცვლები
მაგიდა, ფული, გაცვლები

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი გამოაქვეყნა – გუნდებს ახალი ფეხბურთელების დამატება 1 სექტემბერიდან 5 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

Nicolo Zaniolo: 5 Things to Know About One of Europe's Hottest ...ყველაზე მეტად ტურინის „იუვენტუსისა“ და „რომას“ გააქტიურებას ვარაუდობენ. იტალიურმა მედიამ მთელი სია ჩამოწერა, სადაც გუნდები ერთმანეთის ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულნი.

რომაელებს ტურინიდან როლანდო მანდრაგორა, კრისტიან რომერო, ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი სურთ, ხოლო „იუვენტუსს“ დედაქალაქური კლუბიდან ჯასტინ კლიუვერტი, ჩენგიზ უნდერი, ბრაიან კრისტანტე და ნიკოლო ძანიოლო აინტერესებს.

„იუვენტუსს“ ყველაზე მეტად ძანიოლო უნდა და მის სანაცვლოდ „რომას“ ბერნარდესკი და რუგანი შესთავაზა, თუმცა „ჯალოროსოს“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღება სურს. მიუხედავად იმისა, რომ ძანიოლოს მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი და არავინ იცის რა ფორმაში დაბრუნდება, „რომა“ ნიჭიერ იტალიელს 60 მილიონად აფასებს და დაკლებას არ აპირებს.

დანარჩენ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო იოლად გამოიყურება: რომერო-უნდერის ფასი, ფაქტობრივად ინდენტურია – 30 მილიონი ევრო. დიდი განსხვავება არ არის კრისტანტესა და მანდრაგორას შემთხვევაშიც.

ასე რომ, შესაძლებელია რომი და ტურინი მოსალაპარაკებლად გრძელ მაგიდას მიუსხდნენ…

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...