Official: Chelsea and Atlético agree terms for Álvaro Morata - AS.comმადრიდის „ატლეტიკო“ს შემტევი ალვარო მორატა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს.

ითქვა, რომ 27 წლის თავდამსხმელით მილანის „ინტერი“ არის დაინტერესებულიო. მილანელები მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებენ. „ნერაძურის“ წარმომადგენლები უკვე დაკავშირებიან მადრიდელთა ხელმძღვანელობას.

მორატა ატლეტიკოში იჯარის წესით თამაშობს. ზაფხულში ესპანელები „ჩელსისგან“ მის გამოსყიდვას 56 მილიონ ევროდ აპირებენ.

მორატას იტალიაში ადრეც უთამაშია. 2014-16 წლებში ის ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.