ლონდონს შეცდომების არ სჯერა

Home კატეგორიის გარეშე ლონდონს შეცდომების არ სჯერა
ლონდონს შეცდომების არ სჯერა
რომან ბურკი

„ჩელსიმ” 15 მილიონ გირვანქად „დორტმუნდის” მეკარის რომან ბურკის ყიდვა მოინდომა. ბევრი არ ელოდა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე” ესპანელი, უფრო სწორად კი ბასკი გოლკიპერის, კეპა არისაბალაგას ჩანაცვლებას 29 წლის შვეიცარიელით შეეცდებოდნენ.

დასავლეთ ლონდონელებთან კეპას კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუვა. როგორც ჩანს, ახალი ხელშეკრულება არც მზადდება — „ლურჯების” თავკაც ფრენკ ლემპარდს ესპანელი მეკარე არ მოსწონს.

ყველას გვახსოვს, რომ თებერვალში ლემპარდმა ის ხუთი თამაშით დასაჯა, რადგან რამდენიმე უხეში შეცდომა მოუვიდა. არადა, არისაბალაგა „ჩელსის” სარეკორდო თანხად, 71,6 მილიონ გირვანქად ჰყავს ნაყიდი.

ბურკის ბუნდესლიგაში 150 თამაშიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. თუ „სტემფორდ ბრიჯზე” ის ხელსაყრელ ფასად იყიდეს, მაშინ, პანდემიით ისედაც დაზარალებულ „ჩელსის” ხარჯი შეუმცურდება.

ამბობენ, რომ კეპას ყიდვა „ვალენსიას” უნდა.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.