უკრაინელმა ჟურნალისტმა დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას სანაკრებო და საკლუბო პრიორიტეტების შესახებაც დაუსვა კითხვები:– არჩევანი რომ გქონდეთ, რას ამჯობინებდით: საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას თუ „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას?
– ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის. არჩევანზე თუა, პირველს ავირჩევდი – „შახტარს“ კი ჩემი არჩევანის გარეშეც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.
– რა არის ყველაზე სანუკვარი ოცნება, რომლის ახდენასაც საქართველოს ნაკრების მაისურით ინატრებდი?
– უახლოესი ნატვრა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა. საქართველოს ნაკრებს არასოდეს უთამაშია დიდ ტურნირებზე, ახლა კი ამის კარგი შანსი გვაქვს. სულ ორი მატჩის მოგებაა საჭირო, მაგრამ ჯერ მათი გამართვის თარიღებიც კი არ ვიცით.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
