რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თანახმაა, სკუდეტოს ბედი „ლაციოსა“ და „იუვეს“ შორის ერთმა მატჩმა გადაწყვიტოს:
„რა ქმა უნდა, ეს ვარიანტი მისაღებია. ჩემპიონატის განახლება ჩვენ გარკვეულწილად გვაზარალებს. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთბაშად სამ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან მიზანს ევროპის ლიგა შევწირეთ. ეს უპირატესობას გვანიჭებდა, რადგან კვირაში ერთი მატჩი გვიწევდა, ჩვენს მეტოქეებს კი ორი. თუ სეზონი განახლდება და შეკვეცილ ვადებში გაიმართება, ჩვენც კვირაში ორჯერ უნდა ვითამაშოთ. ამით უპირატესობას ვკარგავთ. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში „იუვეს“ ჩემპიონატშიც და სუპერთასზეც 3:1 მოვუგეთ, წინ კი ერთი მატჩიც გველის. სამართლიანი იქნებოდა ტიტულის ჩვენს შორის გათამაშება, რადგან „ინტერი“ და „ატალანტა“ 8 და 14 ქულით ჩამოგვრჩებიან.“შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს, „ლაციოს“ კი ერთი ქულით ნაკლები.
ტურინიდან ერთმატჩიან დუელზე ჯერ კომენტარი არ ისმის, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ დარჩენილი შეხვედრა გუნდებს ტურინში უწევდათ.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
