ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროი დღეს 43 წლისაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. ვან ნისტელროიმ კარიერა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ დაამთავრა. ის ჩინებულად თამაშობდა „რეალში”, „ჰამბურგში”, მაგრამ კარიერის მწვერვალს, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედში” მიაღწია.
ოღონდ, ერთიცაა, ის ყოველთვის თავისებული კაცი იყო; განსხვავებული ქცევისა და ხასიათის.
თავის პოდკასტში „მანჩესტერ იუნაიტედის” 45 წლის ლეგენდამ პოლ სქოულზმა ჰოლანდიელი თანაგუნდელი ასე გაიხსენა:
„ის დაუნდობელი ბომბარდირი იყო. ვან ნისტელროი ერთადერთი მიზნით ცხოვრობდა, გოლები რომ გაეტანა”.
ჰოლანდიელი იმდენად ყოფილა თავისი გოლებით შეპყრობილი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის დამთავრების შემდეგ, პრემიერლიგის სხვა ანგარიშები არ აინტერესებდა — ვინ მოიგო, ვინ წააგო, ვინ რომელ ადგილზე გადავიდა…
სქოულზი: „ავტობუსში რომ ამოვიდოდა, მხოლოდ ერთ ინფორმაციას ეძებდა: გაიტანა თუ არა გოლი ტიერი ანრიმ”.
იმ პერიოდში, როდესაც ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, „არსენალში” ტიერი ანრის გაჰქონდა გოლი გოლზე და ეს ორი ფორვარდი ხშირად საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ეცილებოდა ერთმანეთს.
მთავარი გოლგამტანის ჯილდო ანრიმ ოთხჯერ მოიპოვა (2002, 2004, 2005, 2006), ვან ნისტელროიმ კი… ერთხელ — 2003 წელს.
და ისევ სქოულზი: „თუკი გაიგებდა, რომ ანრიმ გოლი გაიტანა, ვან ნისტელროი აღარავის გველაპარაკებოდა… მე კარიერაში ბევრი თავდამსხმელის მხარდამხარ მითამაშია. ჩემი თანაგუნდელები იყვნენ დუაიტ იორკი, ტედი შერინგემი, რობინ ვან პირსი, ოლე გუნარ სულშერი… მაგრამ მათ შორის საუკეთესო რუუდ ვან ნისტელროი იყო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
