პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვარჯიშებზე პირდაპირ სპორტულ ტანსაცმელში მოუწევთ მისვლა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასახდელებში არ შეჯგუფდნენ.
და კიდევ, ფეხბურთელებს covid 19-ის ტესტებს ბაზაზე მისვლისთანავე, მანქანებში გაუკეთებენ.
ეს მოსაზრებები კლუბების წარმომადგენლებმა გუშინ გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განიხილეს. მათ უნდათ, რომ მოთამაშეებმა შენობაში, შეჯგუფულად, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ.
როდის განაახლებენ ინგლისელები ვარჯიშებს? სავარაუდოდ, მაისში. და ისინი ალბათ გერმანელებს მიბაძავენ, რომლებიც, ბოლო ორი კვირაა ფეხბურთელებს ხუთ-ხუთ კაციან ჯგუფებად ყოფენ და ისე ავარჯიშებენ.
ეს ნიშნავს, რომ 25 სპორტსმენს ხუთი დამოუკიდებელი საწვრთნელი სესია დასჭირდება.
როგორც გითხარით, ვიდეოკონფერენციაზე მოილაპარაკეს, რომ პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვარჯიშების აღდგენის წინ აგრესიულ ტესტირებას ჩაუტარებენ. საინტერესოა, რომ გერმანიაში ასე არ მოქცეულან. მათ ყველა არ შეუმოწმებიათ. ინგლისში კი ტესტირება რეალურად ყოველდღიური იქნება.
კიდევ, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ პრემიერლიგის გუნდები ჩემპიონატის გაგრძელებას აგვისტოში აპირებენ. მათ უნდათ, რომ სეზონი აუცილებლად ჩაამთავრონ, რითაც დაახლოებით 1 მილიარდ გირვანქას გადაარჩენენ.
პრემიერლიგაში ბოლო მატჩი 9 მარტს ჩატარდა — „ლესტერი” შეხვდა „ასტონ ვილას”. დარჩა 92 თამაში.
ამბობდნენ, რომ ზოგიერთ (თითქოსდა ცხრა) კლუბს უნდოდა კოლეგებისთვის შეჯიბრების უფრო ადრე დაწყება და 30 ივნისამდე მოსწრება შეეთავაზებინა, მაგრამ ხსენებულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ორ საათზე ცოტა ნაკლებს გრძელდებოდა, ეს საკითხი არც კი განიხილეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
