ინგლისური პრემიერლიგის ბოსები ჯერ კიდევ იმის იმედად არიან, რომ სეზონს როგორმე ჩაამთავრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეუფლებების გაყიდვით მიღებული 762 მილიონი გირვანქა ექნებათ დასაბრუნებელი, ეს კი კლუბებსაც სერიოზულად აზარალებს.საშველი იქიდან მოვიდა, საიდანაც სანქციებს ელოდნენ: Sky Sports არ მოითხოვს პრემიერლიგისგან თანხის დაბრუნებას. არადა, ხსენებული 762-დან 371 მილიონი სწორედ მის წილად მოდის. სანაცვლოდ კომპანია მომავალი წლების ტელეუფლებებზე ხელშეკრულების გავრცელებას და დამატებით თამაშების ჩვენების უფლებას ითხოვს.
მევალეთა მეორე დიდი სეგმენტი უცხოური ტელეკომპანიებია. თუ ფულის სანაცვლოდ ახალ ოფციებს ისინიც დათანხმდებიან, პრემიერლიგას 150 მილიონიღა დარჩება გასასტუმრებელი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება აღარც ღირდეს გარისკვა და ინგლისური პრემიერლიგა დასრულებულად გამოაცხადონ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
