მანჩესტერში პეპ გვარდიოლას შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ესპანელის კონტრაქტს „სიტისთან“ მომავალი სეზონის ბოლოს გასდის ყავლი და კლუბში ვარაუდობენ, რომ გვარდიოლა თანამშრომლობის გაგრძელებაზე ყაბულს აღარ იქნება.
„სიტის“ დირექტორებმა ფერან სორიანომ და ჩიკი ბეგირისტაინმა, თურმე, სავარაუდო შემცვლელთა სიაც შეადგინეს. მათი აზრით, მსოფლიოში სულ 3-6 სპეციალისტია, რომელიც სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შედარებით უმტკივნეულოდ შეცვლის გვარდიოლას.
ჯერჯერობით მხოლოდ ფავორიტის ვინაობა სახელდება. ეს პატრიკ ვიეირა გახლავთ – „სიტისა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ვინც კარიერის დამთავრების შემდეგ მანჩესტერული კლუბის სტრუქტურაშიც მოასწრო მუშაობა.
ვიეირა ერთი ხანობა „ნიუ-იორკს“ წვრთნიდა, ამჟამად კი ფრანგულ „ნიცას“ უდგას სათავეში.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
