კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას.
თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ.
ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე 3,8 მილიონი ევროთი შეიმციროს.
ყველაფრის მიუხედავად, კრიში ოპტიმისტია – საკუთარი ავტოსაჯინიბო კიდევ ერთი სუპერმანქანით შეავსო. გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით ფირმის 110 წლისთავთან დაკავშირებით „ბუგატიმ“ ლიმიტირებული მოდელი Centodieci გამოუშვა. ასეთი მოდელი სულ 10 დამზადდება და მისი ფასი 9,5 მილიონი ევრო იქნება.
რონალდუს სოლიდურ ავტოპარკში აქამდე უკვე იდგა „ბუგატის“ ორი მოდელი – Veyron და Chiron.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?