ვარსკვლავად ვერ ჩავთვლით, მაგრამ მისმა პერსონამ სერიოზული ხმაური კი გამოიწვია. 30 წლის ნიგერიელი ოდიონ იგალო „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარის წესით ბურთაობს და პირველ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მანკუნიანელები მზად არიან იგალო 15 მილიონ გირვანქად გამოისყიდონ, თუმცა… ფეხბურთელის კონტრაქტი ჩინურ „შანხაი შენხუას“ ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება და ხელფასის თითქმის გაორმაგება – კვირაში 400 ათას გირვანქამდე გაზრდა შესთავაზა. წლიური 19 მილიონი ფუნტი მეტისმეტია და ეჭვიც ამან გააჩინა, რომ ჩინელები ოღრაშობენ. მოგეხსენებათ, როგორც წესი, იჯარით აყვანის ან გამოსყიდვის დროს ახალმა კლუბმა ფეხბურთელს ხელფასი უნდა შეუნარჩუნოს. და თუ „მანჩესტერი“ ასტრონომიულ ხელფასს დათანხმდება და იგალო ამ ბევრი მილიონიდან ცოტას „შანხაი შენხუას“ მიუციცქნის? ჯერ მტკიცებულება ნაკლებია, მაგრამ იგალო რომ რონალდო არაა, ესეც ფაქტია.ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
