ფსონი, პორნო და 15 მილიონი

Home აქეთურ-იქითური ფსონი, პორნო და 15 მილიონი
ფსონი, პორნო და 15 მილიონი

ბრაზილიელი პაულინიო კარგა ხანია ჩინურ სუპერლიგაში ბურთაობს და 15 მილიონ დოლარსაც იღებს წლიური ჯამაგირის სახით.

მისი იდილიური ყოფა კი ერთმა ფოტომ ლამის უმუშევრობად და ჩინეთიდან დეპორტაციად აქცია.

საქმე იმაშია, რომ პაულინიომ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა იაპონელ ცუკასა აოისთან ერთად. მომღიმარი სიმპათიური ახალგაზრდების ფოტოში არაფერი იქნებოდა დასაძრახი, რომ არა აოის პროფესია და პაულინიოს მაისურზე განთავსებული ლოგო. ცუკასა აოი პორნოვარსკვლავია, ლოგო იაპონურ საბუკმეკერო კანტორას ეკუთვნის და ფოტოსესიაც სარეკლამო იყო.

ჩინეთში პორნოგრაფია, ისევე როგორც ნებისმიერი აზარტული თამაშები კანონითაა აკრძალული და სერიოზულად განიხილებოდა პაულინიოს დეპორტაციის საკითხი. მისთვის საბედნიეროდ, ბრაზილიელი დაინდეს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".