კატალონიური „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის გაძლერებას კი გეგმავს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯით აპირებს.

პირველ ყოვლისა, ტრანსფერზე დააყენებენ ფელიპე კოუტინიუს, რომელის ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია ანტუან გრიზმანის ბედიც. კლუბი მზადაა, მას 100 მილიონ ევროდ შეელიოს, არადა გასულ ზაფხულს კატალონოელებმა „ატლეტიკოს“ მასში 120 მილიონი გადაუხადეს. თუ გრიზმანის პირდაპირ გაყიდვა არ მოხერხდა, შესაძლოა, ის სხვა ფეხბურთელის ტრანსფერის ნაწილად მოგვევლინოს.

„ბარსელონაში“ თვლიან, რომ გრიზმანმა დანახარჯი ვერ გაამართლა და გასხვისებით მის ასტრონომიულ ჯამაგირსაც დაზოგავენ.

ერთიცაა: კლუბის ფეხბურთელები იმთავითვე არ იყვნენ აღფრთოვანებულნი გრიზმანის ტრანსფერით.

ამ სეზონში ანტუანმა „ბარსას“ მაისურით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.