ლევან მოსეშვილიც წავიდა…

Home კატეგორიის გარეშე ლევან მოსეშვილიც წავიდა…
ლევან მოსეშვილიც წავიდა…

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი.

გარდაიცვალა ლევან მოსეშვილი. კაცი, რომელიც ცხოვრობდა კალათბურთით, რომელსაც უყვარდა კალათბურთი, რომელიც თავად იყო კალათბურთი.

რთულია, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ბატონი ლევანის გარეშე წარმოდგენა.

თბილისის „დინამოში“ ამ დიდმა კაცმა შექმნა ეპოქები. ჯერ, როგორც კალათბურთელმა და შემდეგ, როგორც – მწვრთნელმა.

ჩვენ ვამაყობთ იმ თამაშით, რომელშიც ამ ადამიანმა და დანარჩენმა დინამოელებმა 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალს“ მოუგეს.

ლევან მოსეშვილი იმ დიდი დინამოელებიდან ბოლო წავიდა იმქვეყნად…

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. როდესაც „დინამო“ სისტემას ასკდებოდა და უგებდა.

მადლობა ბატონო ლევან…

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.