ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, გასულ ზაფხულს „მანჩესტერდან“ მილანის „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მისი ყოველკვირეული ჯამაგირი 400 ათასი გირვანქა გახლავთ, პლუს ბონუსები.
ისიც ცნობილია, რომ მისი წლიური, დაახლოებით 21 მილიონიანი ანაზღაურებიდან, „ინტერმა“ მხოლოდ 4,5 მილიონის გადახდაზე თქვა თანხმობა.
მიმდინარე სეზონში ჩილელმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა „ინტერის“ მაისურით. მიზეზი გასაგებია, მძიმე ტრავმა მიიღო და სამნახევარი თვე გაუცდა.
იტალიური Tuttosport ამტკიცებს, რომ „ინტერი“ უარზე არ არის ზაფხულში სანჩესი გამოისყიდოს თუ… ის ხელფასის მინიმუმ განახევრებაზე დათანხმდება.
თავის მხრივ, „მანჩესტერის“ მწვრთნელი ოლე-გუნარ სულშერი ჩილელის „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებას არ გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ 31 წლის ფეხბურთელი ნაადრევად ჩამოწერეს. ის კიდევ დაამტკიცებს, რომ დიდი ფეხბურთელიაო, – უთხრა ნორვეგიელმა სპეციალისტმა Daily Mail-ს.
სხვათა შორის, წინა კვირას გავრცელდა ამბავი, თითქოს სანჩესს კორონავირუსი შეეყარაო, თუმცა ეს ინფორმაცია მართალი არ გამოდგა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
