დღეს 30 იანვარია, მაგრამ რაგბის კავშირის მომდევნო ოთხწლეულის თავკაცის ვინაობას დღეს ვერ შევიტყობთ. რატომ? იმიტომ რომ კავშირის გამგეობამ არჩევნების თარიღი 30 იანვრიდან 24 თებერვლამდე გადაწია.
რა გახდა ამ მოულოდნელი გადავადების მიზეზი? არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამგეობაში შევიდა განცხადებები არჩევნების ორი მონაწილისგან. ბაჩო ხურციძე არჩევნების წესდების ნიუანსებში გასარკვევად ითხოვდა დამატებით დროს, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს ეს პერიოდი საარჩევნო კამპანიის უკეთ წარმართვისთვის დასჭირდა.
მოქმედი პრეზიდენტისა და ახალ ციკლზე პრეზიდენტობის პრეტენდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, გამგეობას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ სურდა და თანხმობა მხოლოდ მისი პირადი თხოვნის შემდეგ გასცა. სვანიძის თქმით, მას არ სურს, რომ სარაგბო ოჯახში რამენაირი განხეთქილება არსებობდეს და ის ოპონენტებს ანგარიშს ნებისმიერ შემთხვევაში გაუწევს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 14:29მესამე ცდა დრაკონებთან
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 15:46ვიწყებთ უელსით
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 22:51ბრონკანის პირველი რაზმი
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
