საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებს იწყებს

Home კატეგორიის გარეშე საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებს იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებს იწყებს

ამაღამ საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები იტალიაში მიფრინავს, სადაც მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. თამაშები გაიმართება 10, 11 და 12 იანვარს. ჯგუფში საქართველოს ნაკრების გარდა არიან მასპინძლები იტალიელები, რუმინელები და კოსოვოელები.

10 იანვარს საქართველო რუმინეთს ეთამაშება, 11 იანვარს იტალიას, ხოლო 12 იანვარს კოსოვოს.

ჯგუფი ქალაქ ბენევენტოში იკრიბება. თამაშები „პალა ტედესკიში” გაიმართება. შემდგომ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადავა.

იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება. ეს იქნება ფლეი-ოფი, სადაც ჩვენი ნაკრები ფინეთს შეეჯიბრება. პირველი თამაში 16 იანვარს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საპასუხო — 19 იანვარს, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკში. გამარჯვებული მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვდება, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სერბმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა, ასისტენტ ბექა ორჯონიკიძესთან, ტექნიკურ დირექტორ დრაგან ჯუკიჩთან და ფიზიოთერაპევტ დრაგან ილიჩთან ერთად შეკრებილთაგან შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა არჩევანი:

შოთა თევზაძე (მეკარე; რეშიცა, რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე (მეკარე; იმედი-სტუ), ნიკოლოზ კალანდაძე (გამთამაშებელი; შამბერი, საფრანგეთი), ირაკლი კბილაშვილი (გამთამაშებელი; მეტალურგი, მაკედონია), ხაზეინ რუსტამოვი (მარცხენა გარემარბი; ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (მარცხენა გარემარბი; BSB ბათუმი), რევაზ ჭანტურია (მარჯვენა გარემარბი; მეტალურგი, მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (მარჯვენა გარემარბი; BSB ბათუმი), ირაკლი ჩიქოვანი (მარცხენა ინსაიდი; კონსტანცა, რუმინეთი), თემურ ორჯონიკიძე (მარცხენა ინსაიდი; ოროშჰაზი, უნგრეთი), ლექსო წითელიშვილი (მარცხენა ინსაიდი; ოჰრიდი, მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე (მარჯვენა ინსაიდი; მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი დიხამინჯია (მარჯვენა ინსაიდი), გიორგი მიქავა (ხაზი; BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (ხაზი), ერეკლე არსენაშვილი (ხაზი; ბრაგა, პორტუგალია).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.