შვედური „მალმიოს“ ფანები კლუბის ყოფილი ფეხბურთელსა და შვედეთის ნაკრების ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ჯავრის ყრას მისი სკულპტურის დაზიანებით განაგრძობენ. კვირას ღამე ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელის ბრინჯაოს სკულპტურას ფეხები მოახერხეს, თავზე კი შავი ფერის მაისურა ჩამოაცვეს წარწერით „შვედეთი“.
ეს ზლატანის ძეგლზე ვანდალიზმის პირველი ფაქტი არ არის. ახლახან ფანებმა მას ცხვირი მოახერხეს. ინციდენტის შემდეგ ძეგლს მაღალი ღობე შემოავლეს, თუმცა საქმეს ეს ვერ შველის.
„მალმიოს“ ფანები იმან განარისხა, რომ ნოემბერში ზლატანმა „მალმიოს“ პრინციპული მეტოქის, სტოკჰოლმის „ჰამარბის“ აქციები შეიძინა. ფანები თვლიან, რომ ზლატანს, რომელიც მალმიოში დაიბადა და იქაურმა კლუბმა აღზარდა, არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა მეტოქის აქციები ეყიდა.
ამ დროისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ „მილანში“ თამაშობს.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
