პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფინგისტთა ტურნირი, შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქიდან 15 700 კილომეტრის დაშორებით საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე გაიმართოს.
სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ბიარიცს, პუანტ დე ლა ტორშის კონცხს, ლანდის დეპარტამენტს და ლაკანოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაიტი ევროპიდან შორსაა, მას როგორც სერფინგისტთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილს, მაინც ფავორიტად მიიჩნევენ უმასპინძლოს მსოფლიოს რჩეულ სერფინგისტებს.
„სერფინგში შეჯიბრების ჩასატარებელი ადგილის შერჩევისას ვითვალისწინებთ მსგავს ასპარეზობათა ორგანიზების გამოცდილებას, ამინდს, წყლის ხარისხს და ათლეტთა და მაყურებელთა დაბინავებაში მასპინძელი ქალაქის შესაძლებლობებს,” – აღნიშნულია პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებს ასპარეზობების ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის სიახლოვეს ჩატარებას.
ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტს აქვს მისაღები.
IOC-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ დუბის განმარტებით, ტაიტიში სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის ჩატარებაში წინაღობებს ვერ ხედავს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
