საქართველოს ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატი ხელვაჩაურში გაგრძელდა. პირველ შეხვედრაში „აჭარამ” დაამარცხა თბილისის „მამული” 29:19.
თავიდან „მამული” დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი აჭარელებმა მოიგეს (13: 11), შესვენების შემდეგ კი უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ ათბურთიანი სხვაობით მოიგეს. ყველაზე შედეგიანები იყვნენ გამთამაშებელი ნინო კომახიძე (9 გოლი) და ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი (8). თბილისელთაგან 7 გოლი გაიტანა ნანა ველიჯანაშვილმა.
მეორე დღეს „აჭარა” დამარცხდა „ყვარელთან” — 26:31. მოგების შემთხვევაში მასპინძლები მეორე ადგილზე გადადოდნენ. აჭარელებმა 2017 წლის ჩემპიონსა და ბოლო გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორს საკმაო წინააღმდეგობაც გაუწიეს, პირველი ტაიმის შემდეგ ყვარელი მხოლოდ 1 ბურთით იყო წინ, (14:13), მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კი სხვაობა 2-3 გოლს არ სცილდებოდა. ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე, მაგრამ ბოლოს „ყვარელის” უპირატესობა გამოიკვეთა — 31:26. გამარჯვებულ გუნდში 9-9 გოლი გაიტანეს გამთამაშებელმა თინათინ ქიტესაშვილმა და მარჯვენაფლანგელმა მარიამ თავღორიშვილმა, ხოლო მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი – 13 გოლი.
უსახსრობის გამო ხელვაჩაურში ვერ ჩავიდა „სამტრედია”, რომელსაც „ყვერელთან” და „მამულთან” წაგება 0:10 ჩაეთვალა.
ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატი 2020 წლის იანვარში განახლდება. სულ გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.
სადღეისოდ უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 5 მატჩი აქვს გამართული. 10 ქულით ლიდერობს თბილისის „ქარიშხალა”, შემდეგ 8 ქულით მოდის „ყვარელი”, 5 აქვთ „აჭარასა” და ფოთის „ოქროს ვერძს”, 4 — „მამულს”, 2 კი „პეგასს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
