იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში, შესაძლოა, განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, უპირველესად კი ამის გაკეთებას ტოკიოში გეგმავენ.
როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებულზე გაცილებით ეფექტური იქნება, თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის – დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს.
საინტერესოა, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ სისტემებს ასევე გამოიყენებდნენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არენების სიახლოვეს იმორიგევებს პატრული, რომელიც გულშემატკივარს ბილეთების საკონტროლო პუნქტამდე ერთგვარ შესამოწმებელ სივრცეში გაატარებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ჯერ სახის ამომცნობ შემოწმებას, შემდეგ კი მეტალოდეტექტორს გაივლიან სპორტსმენები და სხვა აკრედიტებული პირები, ასევე რენტგენზე შემოწმდება მათი ბარგი. არენების ტერიტორიაზე შესვლამდე ასეთივე შემოწმებას გაივლის ყველა სატრანსპორტო საშუალება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
