იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში, შესაძლოა, განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, უპირველესად კი ამის გაკეთებას ტოკიოში გეგმავენ. როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებულზე გაცილებით ეფექტური იქნება, თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის – დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს. საინტერესოა, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ...
