გახსოვთ „სანტა ბარბარა“? ოთხმოცდაათიან წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, პუპულარული და ამავდროულად დაუსრულებელი სერიალი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა.
დაახლოებით იგივეს გვაგონებს კონორ მაკგრეგორის და ხაბიბ ნურმაგომედოვის შორის გაჩაღებული კატა-თაგვობანა. ირლანდიელი და დაღესტნელი მებრძოლების ღია ომს, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო, დასასრული არ უჩანს და მას შემდეგ რაც ხაბიბიმ კონორი გემრიელად მიბეგვა, შემდეგ არც მისი გულშემატკივრები დაინდო. გემახსოვრებათ, მაკგრეგორის ცემის მერე ნურმაგომედოვი ოქტაგონს რომ გადააფრინდა და ქომაგებში ისკუპა, სადაც ერთი-ორს ყბაში ლაზათიანად მოსდო.
მას შემდეგ კონორს მოსვენება დაეკარგა, ცხელ გულზე კარიერის დასრულები შესახებაც კი გამოაცხადა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ნურმაგომედოვის ლანძღვას შეუდგა. ის რევანშს ითხოვს და სხვადასხვა ინტერვიუებში თუ პრესკონფერენციებზე შანსს არ უშვებს ხელიდან ნურმაგომედოვს მწარედ არ უკბინოს.
ამ საპნის ოპერაში კი უკვე დაღესტნელი სპორტსმენის ალი აბდელ-აზის ჟარკოც ჩაერთო და კონორს ირლანდიელი თხა უწოდა.
„მან დიდი ხანია ზღვარს გადააბიჯა. მის ყველა კომენტარს და ინტერვიუს ყურადღებით ვეცნობი, სადაც წელს ქვემოთ დარტყმებზე აქვს აქცენტი გადატანილი. მაკგრეგორი ჩემი კლიენტის წარმომავლობას ეხება და აბუჩად იგდებს. წლებია დაღესტანში ვმუშაობ და ეს ხალხი ასეთ შეურაცხყოფას არ იმსახურებს. განსაკუთრებით ვიღაც ირლანდიელი თხისგან. კონორი ფიქრობ, რომ უფრო ხშირად ახსენებს ხაბიბის სახელს, რევანშის შანსი გაეზრდება. არც იოცნებოს, ნურმაგომედოვი მასთან ოქტაგონზე აღარასოდეს გავა. ვურჩევ, ხაბიბისთან ხელმეორე ჩხუბი დაივიწყოს ან მხოლოდ იოცნებოს,“ – ამბობს დაღესტნელი სპორსტმენის მენეჯერი.
შეგახესენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი 2 წლიანი პაუზის შემდეგ მორიგ ბრძოლას 18 იანვარს ლას-ვეგასში გამართავს. მეტოქის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.