გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა.

„კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ –  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა.

ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ ზიდანმა ლინეკერის ნათქვამს სამარცხვინო უწოდა: „ სირცხვილია, რომ ფეხბურთის მცოდნე ხალხი ბენზემას ასე აფასებს.“

მთელი ეს ამბავი კი იმას მოჰყვა, რომ ბენზემა ამ სეზონში ორ გოლზეა გაჩერებული.

ფოტო marca-დან

წილი
წინა სტატიაჩიხურა ხაშურთან გადარჩა ?
შემდეგი სტატიანემსაძე მესხზე იწყებს
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.