სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება

Home აქეთურ-იქითური სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება
სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ოთხი სლემტიტულის მფლობელმა ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა:

„ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემი სამი შვილის მოსიყვარულე დედა ვიყავი და ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა, არანაკლებ მომწონს პროფესიონალი ჩოგბურთელობა. ჰოდა დავფიქრდი: რატომ არ შეიძლება, ეს ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო?! ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე 2020 წელს“.

შეგახსენებთ, რომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ კიმი კორტზე 2009 წელს დაბრუნდა, სამი სლემტიტული მოიგო, პირველი ჩოგნის ტიტული დაიბრუნა და… 2012 წელს ისევ წავიდა.

მას შემდეგ ბელგიელმა კიდევ ორი შვილი გააჩინა-წამოჩიტა და 36 წლისას გულმა ისევ კორტისკენ გაუწია.

კლაისტერსის ნაადრევად ჩამოწერა არ შეიძლება. პერიოდულად საგამოფენო მატჩებში მონაწოლეობდა და ფორმასაც მუდმივად ინარჩუნებდა. ეგეც იქით იყოს და კიმი სერენა უილიამსზე ერთი წლით უმცროსია. რითაა თხა თხაზე ნაკლები?

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...