აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა.
ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი აწუხებდა და გრიგორი დიმიტროვთან ოთხ სეტში წააგო.
ნამატჩევს როჯერმა თქვა, ტრავმაც რომ არა, დღეს გრიგორის დღე იყოო. ნახევარფინალში დიმიტროვი და მედვედევი იბრძოლებენ. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მეოთხე ჩოგნობამდე აღზევდა და ასევე მეოთხეა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ადგილი გაინაღდა.
ამასობაში, სერენა უილიამსმა 44 წუთში მოუთავა საქმე ვან ციანს – 6:1, 6:0. ეს ამ სეზონში უმოკლესი მატჩი აღმოჩნდა. დიდი სლემის ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა დიდებულ ფორმაშია და ეს ამერიკის ღია პირველობებზე მისი მე-100 (!) გამარჯვება იყო.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
