
ნეიმარი წავიდა, მაგრამ პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა… ვარსკვლავური გადასვლა ფრანგული პარი სენ ჟერმენიდან ესპანურ ბარსელონაში არ შედგა. ახლა ბრაზილიელი ფორვარდი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში თამაშებს.
გარდა იმისა, რომ პარიზელებმა ნეიმარი შეინარჩუნეს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს პსჟ ორი ტოპ-ფეხბურთელითაც გაძლიერდა. ესენი არიან მილანის ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული მადრიდელი მეკარე კეილორ ნავასი.
წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიში გახდა, რომელიც ბენფიკადან მადრიდის ატლეტიკოში 126 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ შენაძენით მადრიდელებმა ბარსელონაში გადასული ანტუან გრიზმანის კომპენსირება მოახდინეს. გრიზმანის ტრანსფერი კი თავის მხრივ 120 მილიონი ევრო დაჯდა და ეს ზაფხულის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
მადრიდის რეალს მანჩსტერ იუნაიტედიდან პოლ პოგბას ტრანსფერი ჩაუვარდა, სამაგიეროდ ჩელსიდან ედენ აზარი გადაიყვანა.

სატრანსფერო გარიგებების ტოპ ხუთეულს მცველები ხურავენ. გარი მაგუაირი 87 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, 20 წლის ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტი კი ამიერიდან იუვენტუსის შავ-თეთრს ფერებს დაიცავს. ეს გარიგება ტურინელებს 85 მილიონი ევრო დაუჯდათ.
გამორჩეულად თბილი შეხვედრა კი სტამბოლში რადამელ ფალკაოს მოუწყეს. გალათასარაიმ მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი უფასოდ მიიღო. 33 წლის კოლუმბიელი ფორვარდი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
