ინგლისური „მირორი” წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა ცუდ დღეშია. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონისთვის აღელვება არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ფორიაქი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
აპრილიდან მოყოლებული ბეკენბაუერის ჯანმრთელობა უარესდება. 73 წლის მეგავარსკვლავის მსჯელობა და მეხსიერება ცუდ დღეშია. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ.
თუმცა, გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა” მოვლენებს ცოტა სხვანაირად შეხედა: მას გაახსენდა შვეიცარიის ფედერალური პროკურორის წერილი და საეჭვო 6,7 მილიონი ევროს ამბავი. ჟურნალი თანამემამულე ლეგენდას არ ინდობს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ბეკენბაუერს დემენცია თუ ალცჰაიმერის სინდრომი ამ საქმის გარჩევამდე გაუგრძელდება.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ფრანც ბეკენბაუერს გულის ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული, ბარძაყში ხელოვნური ძვალი უდგას და ორი კვირის წინ, მისი სახელობის გოლფის ტურნირზე, რომელსაც გერმანიაში „კაიზერის თასს” უწოდებენ, თვალის მძიმე დაავადება დაემართა. ცალი თვალით ის ფაქტობრივად ბრმაა.
კაიზერ ფრანცს ამ შეჯიბრებიაში მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
