სერგეი მანჩესტერში

Home კატეგორიის გარეშე სერგეი მანჩესტერში
სერგეი მანჩესტერში

„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება.

რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში  მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.