ესპანური AS-ის ინფორმაციით ლუკა მოდრიჩის სამომავლო პერსპექტივას სერიოზული კითხვის ნიშანი დაესვა. ზიდანის გუნდში მისვლის მომენტში მოდრიჩი ტრანსფერზე დასაყენებელ ფეხბურთელთა სიაში არ ფიგურირებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხორვატის თამაშმა ძველ-ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
„რეალის“ ხელმძღვანელობას არ სურს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გუნდიდან გაშვება. რამდენიმე დღის წინ მის დასაცავად განცხადება გააკეთა პრედრაგ მიატოვიჩმაც.
მადრიდის დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ზიზუსია. ის ხომ სწორედ ამ პირობით დათანხმდა ფლორენტინო პერესს თანამშრომლობაზე.
33 წლის ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურა 32-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.