ესპანური AS-ის ინფორმაციით ლუკა მოდრიჩის სამომავლო პერსპექტივას სერიოზული კითხვის ნიშანი დაესვა. ზიდანის გუნდში მისვლის მომენტში მოდრიჩი ტრანსფერზე დასაყენებელ ფეხბურთელთა სიაში არ ფიგურირებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხორვატის თამაშმა ძველ-ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. „რეალის“ ხელმძღვანელობას არ სურს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გუნდიდან გაშვება. რამდენიმე დღის წინ მის დასაცავად განცხადება გააკეთა პრედრაგ მიატოვიჩმაც. მადრიდის დატოვება არც თავად ფეხბურთელს...