ლაშა ტალახაძე ჩვენი სიამაყეა და თუნდაც რეფერენდუმი ჩავატაროთ, ყველაზე პოპულარული და საყვარელი სპორტსმენის ტიტულს ვერავინ შეეცილება…
ამის მიუხედავად, ჟურნალისტიკა ობიექტურობას მოითხოვს და უნდა ვაღიაროთ: ლაშა ტალახაძეზე მეტი სიმძიმე სხვამ ასწია. იმ სხვას ლეონიდ ტარანენკო ჰქვია და ბელარუსული ბრესტიდან არის.
მოსკოვის ოლიმპიადის, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ბევრგზის ჩემპიონს ერთი ისეთი წონა აქვს დაძლეული, დღემდე გინესის რეკორდთა წიგნში რომ ინახება – 266 კილოგრამი!
ლაშა ტალახაძემ 260 იმდენად თამამად დაძლია, დაგვაჯერა, რომ რეკორდებს კი არ უფრთხის – ეთამაშება.
ორჭიდის ჯამში ტარანენკოს რეკორდი 475 კილოგრამი იყო, რომელიც ლაშამ უკვე დაამხო.
რაც შეეხება დანარჩენს, ტალახაძე მიღწეულზე გამჩერებელს არ ჰგავს და დაველოდოთ…
P.S. ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდები წონითი კატეგორიების მიხედვით ხშირად იცვლება. მაგალითად, შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდრე ლაშა გამოვიდოდა, სომხებს 8 წუთი მსოფლიოს რეკორდსმენი ჰყავდათ.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
