ლაშას ტრიუმფისთვის წინასწარ ვემზადებოდით და არც მორიგ მსოფლიო რეკორდებში შეგვპარვია ეჭვი.
ერთი ეგღა იყო, ვფიქრობდით, ვისთვის შეგვედარებინა სპორტის სამყაროდან, რომ ამით ქართველის უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოზე ოდნავაც არ დაგვეკნინებინა.
ლეგენდარული სიგრძეზე მხტომელი ბობი ბიმონიღა ამოტივტივდა, ვის რეკორდსაც ორ ათეულ წელზე მეტი ახლოს ვერავინ გაეკარა.
218 და 260 კილოგრამი ხომ თავისთავად მსოფლიო რეკორდებია და ჯამური 478 – მთლად კოსმიური შედეგი!
ცალკე მადლობა ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს მისი ვერცხლისთვის – მსოფლიოს ორი ყველაზე ღონიერი კაცი ქართველია.
ბათუმის ევროპირველობას კიდევ მივუბრუნდებით უფრო დეტალურად, მანამ კი გიხაროდენ – საქართველოს ჰიმნმა ევროპა დახურა!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
