უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიუნჰენის “ბაიერნს” ასეთი მწარე მარცხი არ უწვნევია. ასეთ შეცდომებს ნოიერი წელიწადში, ალბათ, ერთხელ უშვებს. სამწვრთელი შტაბის სუფრთხილეს მაშინაც არაფერი ეშველა, როცა გუნდი 1:2 მარცხდებოდა და საფინალო სასტვენამდე 18 წუთიღა რჩებოდა. სწორედ ამ დროს ხავი მარტინესი ლეონ გორესკამ შეცვალა. მწვრთნელის კომპეტენციაში როგორ შევიჭრებით. მით უმეტეს, გორესკამ თამაში თუ ვერ შემოაბრუნა, არც არაფერი დაუშავებია. მისი ერთადერთი “დანაშაული” მოედანზე არასწორი მაისურით შესვლაა. დააკვირდით ფოტოებს: ჩემპიონთა ლიგაში მაისურზე ფეხბურთელის გვარი ნომრის ზემოთ წერია, ბუნდესლიგაში კი ნომრის მაღლა კლუბის სახელია, ხოლო ფეხბურთელის გვარს ნომრის ქვეშ წერენ. გორესკას მაისურის მკლავზე ჩემპიოთა ლიგის ნაცვლად, “ბაიერნის” სპონსორი Qatar airways-ის ლოგო იწონებდა თავს. ეს უფრო კლუბის პერსონალის დაუდევრობაა, ვიდრე სერიოზული დანაშაული. გერმანულ კლუბს ან უბრალოდ გააფრთხილებენ, ანაც ჯარიმად 3000 ევროს დააკისრებენ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ გორესკას მასურს ჟურნალისტთა გარდა უეფას ჩინოსნებმაც მიაქციეს ყურადღება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
