ზედიზედ მესამე ქართული

Home სიახლეები ზედიზედ მესამე ქართული
ზედიზედ მესამე ქართული

ეს იყო ლევან გორგაძის ძირითადი კოზირი და სუმოს მწვერვალებამდეც დიდწილად საჭიდაო გამოცდილების ხარჯზე ავიდა. ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს სტარტზე ტოჩინოშინად წოდებულმა ქართველმა ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ზედიზედ მესამე გამარჯვებით ბალანსი მკვეთრად გაიუმჯობესა. დღეს ლევანი მიტაკუემის დაეჯახა და ისევ მარცხენა ჩავლება გამოიყენა, მერე კი უვატენაგედ წოდებული ილეთით დააჩოქა მეტოქე. ხვალ ლევანი ენდოს უნდა შეერკინოს. ჯერჯერობით მათი დაპირისპირებების ბალანსი ქართველის მცირე უპირატესობაზე მეტყველებს – 4:3. ტურნირზე დაუმარცხებელნი მხოლოდ ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო და დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა იტონოძიო დარჩნენ. იტონოძიომ დღეს სწორედ ლევანის ხვალინდელი მეტოქე ენდო დაჩაგრა. რანგით მეორე დივიზიონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ბალანსი 2:4 გაუხდა გაგამარუდ მონათლულ თეიმურაზ ჯუღელს.