გასულ ზაფხულს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური „ლესტერი“ სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით.
ბრიტანელები მაშინ მოსკოვური კლუბის პრეზიდენტ გერკუსთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ და კვირკველიაში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. რუსებმა 17 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 23 მილიონი ევრო) მოითხოვეს და გარიგება არ შედგა. თუმცა, ისიც ითქვა, ტრანსფერი პირადად იური სიომინმა დაბლოკა, რომელიც მწვრთნელობის პარალელურად საკლუბო მენეჯმენტშიც წონიანი სიტყვის პატრონიაო. ჰოდა, ფასიც ისეთი ითქვა, ინგლისელებმა უკან დაიხიეს.
მიმდინარე ზამთრის განმავლობაში „ლესტერს“ დიად აღარ უაქტიურია – სატრანსფერო ფასი ძალაშია.
ჟურნალისტებმა მაინც ჰკითხეს იური სიომინს, ინგლისელებს რომ მოთხოვნილი 17 მილიონი გირვანქა გადაეხადათ, გაუშვებდით თუ არა კვირკველიასო. „ყველაფერს მე არ ვწყვეტ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ კვირკველია შემოთავაზებულ 15 მილიონზე მეტი ღირს” – იყო პასუხი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვირკველიამ „ლოკომოტივის“ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?