ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს.
ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი იყოს.
ფეხბურთელმა, რომელიც შარშან 17-წლამდელთა შემადგენლობში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პრემიერლიგის გასულ სეზონში „სიტის” 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხელი კოჭის ტრავმამაც შეუშალა, რომლის გამოც 7 კვირა გაუცდა. ის იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში პეპ გვარდიოლა უფრო მეტ შეხვედრაში ენდობა.
გვარდიოლას კარგად მოეხსენება, რომ სტოკში დაბადებულ ნახევარმცველი გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული და შეთავაზებების მიუხედავად მისი იჯარით გასხვისებას არ აპირებს.
ამ ზაფხულს ფოდენი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. მიზეზი: საერთო გადაწყვეტილებით მისთვის „მანჩესტერ სიტისთან” ერთად აშშ-ის ტურნეში წასვლა უფრო სასარგებლო იქნებოდა.
„როდესაც ჩემ შესახებ კარგ სიტყვებს ვკითხულობ საკუთარი თავის რწმება მემატება. უკან დახევას არ ვაპირებ. იმდი მაქვს, რომ ახალ სეზონში უფრო ხშირად ვითამაშებ.
ინგლისის ნაკრები ახალგაზრდული გუნდია. ფეხბურთელები ჯერ სწავლობენ. მე რუსეთში ერთი კვირით ვიყავი, ტუნისთან თამაშს დავესწარი და წარუშლელი შთაბეჭდილება დამრჩა. იმედი მაქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ მეც ვიქნები მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. 17 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ უდიდესი გამოცდილება შემძინა.
თუ დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილებას მიიღებ, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგიადვილდება. მაშინ პეპმა მითხრა წადი, ითამაშე შენთვის სასარგებლო იქნებაო. მე დავუჯერე და წავედი.
ახლა, როდესაც 19 წლამდელების ნაკრებში გამომიძახეს პეპმა სხვანაირად განსაჯა. მას უნდოდა, რომ „სიტისთან” ერთად მევარჯიშა და მეც გუნდში დარჩენა მერჩივნა. ვგრძნობ, რომ ჩემზე უფროსებისა და უკეთესი ფეხბურთელების მხარდამხარ უფრო გავიზრდები. ბავშვობაში ჩემი კერპი დავიდ სილვა იყო და დღეს მისგან სწავლა, მისთვის რჩევების კითხვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
